ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველო სპეციალურ ღონისძიებებზე მუშაობს-განაცხადა
გამყრელიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით
თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ დროს შვილიშვილთან ერთად ატარებს (ფოტოები)
ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. გვიან ღამით მათ აეროპორტში შესაბამისი
შემოწმება ჩაუტარდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების
შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ
აფასებს.
"დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი პარლამენტს ქუთაისში დააბრუნებს", —
ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის პარლამენტის შენობის
გაყიდვას. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივში ისაუბრა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების
შემდეგ რაბათის ციხე მოინახულა და თქვა, რომ რაც 8 წლის წინ იყო იმას არაფერი მიმატებია. თუმცა,
როგორც მერაბიშვილი ამბობს, იმისთვისაც მადლობელია, რომ "არაფერი არ გაუფუჭებიათ".
დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი
აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.
საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში არასრულწლოვანმა შვილმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით,
მოზარდი 16 წლისაა. შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა.