საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.
ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად მიიღო.
“ტემპერატურის მატების გარდა აქვს ყელის ტკივილი და მნიშვნელოვანი სისუსტე. მთელი რიგი
გამოკვლევები უკვე ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ისეთია რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის,
პაატა იმნაძის განცხადებით, თუ იტალიიდან ჩამოსულ პირს შეგნება არ აქვს, რომ თვითიზოლაციაში იყოს,
დამსაქმებლები და ახლობლები თავად უნდა მოერიდოს მას. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობა დაიწყო.
სამგორის რაიონში კიდევ ერთი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სოფელ ჯანდარში
გარდაბნის მერიის წარმომადგენელი დააკავა.
დაავადებათა დეპარტამნეტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი, ქართულ მედიის წარმომადგენლებს
რეკომენდაციას აძლევს და იიმედოვნებს, რომ ქართველი ჟურნლისტები არი იქნებიან პირველი მედიის
წარმომადგენლები, ვინც საკუთარი საქმიანობის წარმოებისას არ გახდებიან კორონავირუსით დაინფიცირებულნი.
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, ყოველდღიურად იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს
განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების
შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი
ამირან გამყრელძე მოუწოდებს, რომ მინიშვნელოვანია მოგზაურობიდან დაბრუნებულმა პირებმა, განსაკუთრებით
იტალიიდან, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და სიმპტომების არქონის მიუხედავად თვითიზოლაციაში
მოექცნენ.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო
პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა.