აჭარის რეგიონში ბაზრობები დროებით იხურება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თავისუფალია.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუხთარლის ძმა, რამაზან მუხთარლი ავრცელებს.
ინფორმაცია ვრცელდება, რომ მსახიობმა ბლეიკ ლაივლიმ და მისმა მეუღლემ რაიან რეონოლდსმა, კორონავირუსთან საბრძოლველად საქველმოქმედო ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაც აღენიშნებოდათ კლინიკური ჩვენება, ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ყველა შემთხვევაში, პასუხი უარყოფითი იყო.
აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ პირველ მოხალისეს “კოვიდ 19”-ის ექსპერიმენტალური ვაქცინა — mRNA-1273 გაუკეთა.
ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდება. მატჩები 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ია ფარულავამ - 1994 წელს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის დოლჩე და გაბანას კაბით არის წარმოდგენილი.