ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე, მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით რჩევებს, საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
მე რომ ვამბობდი მაგას ჯერ თავი შევიკავოთო, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა ჭრელო პეპელაო, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გერმანიამ ესპანეთს 50 ერთეულისუნთქვის აპარატი გაუგზავნა. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა.
მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში მომდევნო კვირაში გამოჩნდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გთავაზობთ პროდუქტებს რომელიც მის დანაკლისს შეგივსებთ.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კომენდანტი საათის დროს საეკლესიო რიტუალების ჩატარების საკითხს დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა. ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს :
„მორწმუნეები მზად უნდა იყვენ, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევს“. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად სააღდგომო მსახურება არ უქმდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება.
პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ცნობით, მათ უკვე შექმნეს ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა. მას შემდეგ, რაც ვაქცინა თაგვებს თითის წვერის ზომის დასაწებებელი ნაჭრით შეუყვანეს, მათ ორგანიზმში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები იმ ოდენობით წარმოიქმნა, რომ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ვირუსის გასაუვნებელყოფად.
ცნობილმა რუსმა ადვოკატმა იგორ ტრუნოვმა ფეისბუქში გრანდიოზული სასამართლო პროცესი დააანონსა. საქმე ეხება სარჩელს, რომელიც ჩინეთისთვის მასობრივი განადგურების ბილოგიური იარაღის COVID-19 გავრცელების გამო 20 ტრილიონი დოლარის დაკისრებას ეხება.