ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ბიუროს სხდომაზე ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე, მარიამ ჯაში სოციალური იზოლაციისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ონლაინთამაშების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა.
„ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც ჩატარდება, ვეზიარებით კიდეც“, – თქვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კარანტინის წესების დარღვევის გამო დააკავა. მიზეზი, შეზღუდვების მიუხედავად, ჩატარებული ღვთისმსახურებაა.
ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება, დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა, დევიდ ნაბარომ განაცხადა.
„ამერიკის შეეეთებული შტატები საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია”, - ამის შესახებ ამერიკის შერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა. ბერის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების თანახმად, ევროკომისიის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელია, რომ არსებულ სიტუაციას თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს.