აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 566 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 20 465-მდე გაიზარდა. ახალი სტატისტიკური მონაცემები worldometers-ზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალგორში მკვლელობა მოხდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა 272 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439 პირი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ მთავრობისგან.
საქართველოში COVID19-ის ინფექციისგან 68-ე პაციენტი განიკურნა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა დღეს გამოჯანმრთლებული პაციენტი მათ კლინიკაში იყო მოთავსებული, რომელსაც განმეორებითმა ტესტმა ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოასვენებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ერაყში გარდაცვლილი გენადი ცენტერაძის მამას პირადად შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
13 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული. აღნიშნულის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატი იუწყება.
ნუ ეფარებით ექიმებს ზურგს უკან. თქვენ არ ასრულებთ თქვენ მიერვე მიღებულ კანონს საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ორმაგი სტანდარტით მოქმედება ქვეყანას ძვირად დაუჯდება,- ამ სიტყვებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე მიმართა. მან მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში დაადანაშაულა.