„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ უნდა შეძლოს ორ ფრონტზე ბრძოლა. პირველი არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო მეორე- იმ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლა, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.
პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა მამალაძემ ქუთაისის მერიასა და საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა.
წყალტუბოს ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, - ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა მარინა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შენობაში არ არის სათვალთვალო კამერები, რის გამოც იზოლირებულ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ. მისი ინფორმაციით, სასტუმრო კარანტინისთვის თავიდანვე არ იყო სათანადოდ მოწყობილი, რის შესახებაც ტურიზმის ადმინისტრაციას აცნობეს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდა.
ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 523 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსს 18579 ადამიანი ემხსვერპლა.
ლეონარდო და ვინჩი (Leonardo Di Ser Piero Da Vinci) დაიბადა 1452 წელს პატარა სოფელში, რომელსაც ერქვა -ვინჩი.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.