თენგიზ ცერცვაძე - ბათუმში გამოყენებული ერთ-ერთი მიდგომით პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარი იქნებ

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო. ოთხი პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

>>>

ძველი თბილისი კარანტინში - ნინო ჩხეიძის ობიექტივში (ფოტო)

მომღერალი, ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში  ფოტოებს ავრცელებს , რომელიც თავად გადაიღო.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.

>>>

CNN - მაიამის 165 000-მა მოქალაქემ „კოვიდ-19“ ისე გადაიტანა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა

„სიენენის“ ცნობით, მაიამიში ათობით ათასმა მოქალაქემ „კოვიდ-19“ ისე გადაიტანა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ მაიამის მერმა, კარლოს გიმენეზმა განაცხადა.

>>>

სპეციალური ავიარეისით ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი, სამშობლოში დაბრუნდებიან

28 აპრილს, სპეციალური ავიარეისით ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი – სამშობლოში დაბრუნდებიან.

>>>

„მესენჯერ რუმსი“ - „ფეისბუქმა“ ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი წარადგინა

„ფეისბუქმა“ ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი „მესენჯერ რუმსი“ წარადგინა.

>>>

რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია

„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი არც საქართველოს სასიკეთოდ გამოიყენა და ამავდროულად, ხელს უშლის, რომ უკრაინას გამოადგეს.

>>>

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე 23 ტესტის პასუხს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხელების ცენტრებიდან და რუხის საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 23 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

>>>

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონოდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონოდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას „ინტეფაქსი“ ავრცელებს. კალაშნიკოვის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.

>>>

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა კოვიდ 19-თან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს

ფინეთის პრემიერმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა კორონავირუსის შესახებ მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?