საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ადასტურებს იმ ჩანაწერის ავთენტურობას, სადაც თავად ფიგურირებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ყოფილი მმართველი გუნდის გაკეთებულია. მისი თქმით, ჩანაწერები რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ იყოს გაკეთებული, ის მისი წევრი არ იქნებოდა.
იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც 10 მაისს „რუსთავი-2“-ის ეთერში გადაიცა, კომენტარები გააკეთეს ბიზნესმებემა ბესო გაბუნიამ და მამია სანადირაძემ, რომლებიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ.
გადაცემაში "რა? სად? როდის?" კურიოზი მოხდა, როცა ანგარიში იყო 5:3 მაყურებელთა სასარგებლოდ. ერთერთ შეკითხვაზე, რომელიც პარიზში 1939 წელს გამოცემულ წიგნს ეხებოდა, მოაზროვნეებმა კლუბის დახმარება ითხოვეს.
„ევროვიზია-2014“-ის ფინალში წარმოდგენილმა სხვადასხვა ქვეყნის მომღერლებმა შეფასებები საქართველოდანაც მიიღეს. უმაღლესი ქულით საქართველომ სომხეთის წარმომადგენელი შეაფასა.
ავსტრიელი ტომას ნაივირტი, იგივე კონჩიტა ვურსტი, რომელიც „ევროვიზია-2014“-ის გამარჯვებული გახდა, ამბობს, რომ კონჩიტა ვურსტი მისი გამოგონილი პერსონაჟი, სასცენო იმიჯია და არათუ სქესის შეცვლას, არამედ წვერის გაპარსვასაც კი არ აპირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე არა კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ, არამედ თვითონ ფაქტთან დაკავშირებით უნდა აღძრას.
მოძრაობა "სამხრეთ-აღმოსავლეთის" წარმომადგენლის იური აპუხტინას განაცხადებით, სეპარატისტებმა ხარკოვში ფედერალიზაციასთან დაკავშირებული 11 მაისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი განაცხადეს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან არსებობს საშიშროება უკანონო მოსმენებით მოპოვებულ მასალებს უცხოური ქვეყნების სპეც სამსახურებიც ფლობდნენ.
რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას მხრიდან NATO-სთვის თავდაცვითი სისტემების საქართველოში განლაგების შეთავაზება იმით იყო განპირობებული, რომ თავდაცვის მინისტრს პირადი კეთილდღეობა გარანტირებული აქვს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გუშინ დაბარებული „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე დღეს მივიდა. ის ვარაუდობს, რომ გამომძიებლებს შეკითხვები ექნება „განსხვავებულ აქცენტებში“ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.