საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, კიევში იუსტიციის სახლების ქართული პროექტის განხორციელებას იწყებენ.
ლალი მოროშკინა "ფესბუქზე" მორიგ მიმართვას ავრცელებს.
სხვადსხვა დაწესებულებებსი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებების შესვლის სერია განახლდა.
რაინდი, მილიონერი და ქველმოქმედი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება პროგრამის ნაწილია, რომელიც ერის დეგრადაციას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ამ კანონს ცოტა ხნით მიაჩუმათებენ, რათა აჩვენონ, რომ თითქოს არაფერი ხდება და ამით მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია მოახდინონ.
მარტვილის რაიონში გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1979 წელს დაბადებული სოსო დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გუშინ საღამოს კოპიტნარში ჩაფრინდა, საიდანაც ავტომანქანით წყალტუბოში გადაიყვანეს.
დარიალის ხეობაში სამძებრო სამუშაოები შეფერხებულია - მას თერგის კალაპოტში მომატებული წყლის დონე და უამინდობა აფერხებს. ამასთან, გზის გაწმენდის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის გამო განცხადებას ავრცელებს. პრემიერი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და რუსულ მხარეს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის:
მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში სოსო დანელიამ, რომელმაც სასაფლაოზე დაინახა მამაკაცი, რომელიც მისივე მოგვარე იყო და, ამავდროულად, მამინაცვლად ეკუთვნოდა, 71 წლის კაცს ყელი გამოსჭრა.
"We Are One (Ole Ola)" - ასე ჰქვია ფეხბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს.