მხოლოდ 2014 წლის აგვისტოში დონბასში ასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრებმა ელა პოლიაკოვამ და სერგეი კრივენკომ განაცხადეს.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკთა ერთერთი ლიდერი, მეტსახელად "Бес" (იგორ ბეზლერი) რუსეთშია გაქცეული, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და მოხალისეებმა ილოვაისკთან ახლოს რუსი მედესანტეების ახალი ჯგუფი ტყვედ აიყვანეს.
ნატოს საბჭო საგანგებო სხდომას ელჩების დონეზე 29 აგვისტოს, ბრიუსელში გამართავს. სხდომის გამართვა ოფიციალურმა კიევმა მოითხოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ილოვაისკის ოპერაციის ჩავარდნაში დიდი როლი ორი დანაყოფის ხელმძღვანელობის თვითნებობამ ითამაშა.
ნატომ გამოაქვეყნა უკრაინის ტერიტორიაზე და საზღვრის სიახლოვეს რუსეთის არმიის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ფოტოები.
მოსკოვში, მანეჟის მოედანზე ერთკაციანი პიკეტი გამართა "სოლიდარნოსტის" აქტივისტმა დიმიტრი მონახოვმა.
დონეცკში მილიარდერ რინატ ახმეტოვის რეზიდენცია იწვის. ახმეტოვის რეზიდენცია დონეცკის ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. ფოტო, რომელიზეც ხანძარია აღბეჭდილი, "ტვიტერზე" გავრცელდა.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო გადაწყვეტილებით, 48 საათის განმავლობაში უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის რეჟიმზე გადავა. სამხედრო მოქმედებები, ვითარება სამხრეთ და ჩრდილოეთ ფრონტზე, მოსახლეობის განწყობა, განცხადებები და რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან - მუდმივად განახლებადი სტატია "აფხაზეთის ხმის" ვებგვერდზე.
დედაქალაქში კაიროს ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ ბოლო დროს გახმაურებული პედოფილიის შემთხვევები ეჭვის ქვეშ დააყენა.