გორში ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. უხვი ნალექის გამო ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ნიაღვრები წარმოიშვა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
,,სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, 12 792 ლარით დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს იტალიაში 4.4 მილიონი ადამიანი საუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.
ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ტალღა იკლებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეა ამონმა განაცხადა.
პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპსა და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა არ იყო საგანგებო მდგომარეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეში უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2095 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2095 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1923 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0172 შეადგინა.
ოპოზიციას ან წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა ან არ უხარია ის, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს მუშაობს ძალიან აქტიურად,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას. როგორც დეპუტატი ამბობს, ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული მაშინაც კი, როცა პარლამენტი აქტიურად მუშაობდა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა არასრულყოფილია, რადგან ის დახმარების გარეშე ტოვებს 600 ათას თვითდასაქმებულს და საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ხელფასი დაკარგეს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილით 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და მეორე ტესტირების შედეგად ვირუსზე უარყოფითი პასუხების მიღების შემთხვევაში, ხვალ კიდევ ხუთამდე პაციენტი გაეწერება.