მომღერალმა დიანა ღურწკაიამ კომპოზიტორ ვიქტორ დრობიშის სიმღერაზე კლიპი გადაიღო, რომელშიც, პრველად მთელი შემოქმედების მანძილზე, სათვალის გარეშე მონაწილეობს.
გადაცემა „სხვა რაკურსში“ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საკითხზე ერთმანეთს კესარია და იუნა შაფათავა დაუპირისპირდნენ.
მერიაში მიმდინარე გასაუბრებაზე ერთ-ერთი კანდიდატი გასაუბრების ვიდეო-ჩაწერას ახორციელებდა, რის გამოც ინციდენტი მოხდა.
გოგლა ჟვანიამ, რომელიც კომპანია „ტიბანელს“ წარმოადგენს, ბერლინში ქართული ღვინის მაღაზია გახსნა. მაღაზიაში წარმოდგენილია „ტიბანელის“, „ასკანელის“ და სხვა კომპანიების პროდუქცია.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფასებენ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მისი თქმით, საქართველოს "მილიარდერი დირექტორი" ჰყავს, რომელიც ხალხს დასცინის.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე "პირველი რადიოს" პრესკლუბში ამბობს, რომ წინასწარ დაანონსებული საქართველოს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში ჩაშლილია. სავარაუდოდ, ეს იმ უტაქტო საუბარმა გამოიწვია, რომელიც ღარიბაშვილსა და უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალის წარმომადგენლებს შორის შედგა.
დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პატრულზე ზეწოლის ამსახველი კადრები ერთი დიდი სცენარის ნაწილი და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დადგმული იყოს.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ თეა წულუკიანი სამჯერ ეცადა, უკრაინაში მისი ვიზიტის თარიღი უკრაინელ კოლეგასთან შეეთანხმებინა, თუმცა შემდეგ კიევიდან მესიჯი მიიღო, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრი არ არის მზად მის მისაღებად.
გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ალექსანდრე ჭიკაიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას 31 წლის ზურაბ უძილაურის დანიშვნაზე ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსად. უძილაური ნარკოტიკის მოხმარებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვისაა ნასამართლევი. - ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
ვერძი
კარგი დღეა იდეების, გეგმების რეალიზებისთვის. ზოგიერთს დიდი ხნის ოცნება აუხდება. საყვარელი ადამიანი წარმატებით, მატერიალური კეთილდღეობის მიპოვებით გაგახარებთ.