რომის პაპმა პუტინს მშვიდობის ანგელოზი აჩუქა და პატრიარქ კირილთან მოკითხვა დააბარა

რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელმაც დღეს რუსეთის პრეზიდენტი მიიღო, ვლადიმირ პუტინს მედალიონი გადასცა, რომელზეც მშვიდობის ანგელოზია გამოსახული, ხოლო ტექსტში ნათქვამია, რომ ამ ანგელოზს "მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა მოაქვს და, ამავდროულად, მფარველიცაა". თავად პუტინმა რომის ეკლესიის მეთეურს მაცხოვრის ხატი და მართლმადიდებლური ენციკლოპედიის რამდენიმე ტომი უსახსოვრა. 

>>>

გენერალი სკიპალსკი: „კიდევ 50 სააკაშვილი გვჭირდება უკრაინის მასშტაბით...“

„გაცხადებული მიზნით იმის შესახებ, რომ ოდესაში კორუფცია დაამარცხოს, მიხეილ სააკაშვილი დანაღმულ ველზე გავიდა“, - ამის შესახებ „ობოზრევატელს“ უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, გენერალმა ალექსანდრე სკიპალსკიმ განუცხადა. 

>>>

11 ივნისის ჰოროსკოპი

ვერძი - ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა არ იქნება დღეს ადვილი ამოცანა თქვენთვის. ყველა კარგის მოსურნე არ არის, მოგიწევთ მოთმენა, ფხიზლად იყავით და არაფერი გამოგრჩეთ. 

>>>

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საწარმოთა მართვის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ოდესის ოლქის ხელმძღვანელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საწარმოთა მართვის საზოგადოებრივოი საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. მისი თქმით, ინიციატივა უკრაინის ეკონომიკის მინისტრს ეკუთვნის. 

>>>

წლევანდელი საატესტატო გამოცდები: მოსწავლეთა პრეტენზია და გამოცდების ცენტრის პასუხი

წლევანდელი საატესტატო გამოცდების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ მოსწავლეები. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ტესტები გართულებული იყო, ნაწილი კი ტექნიკურ მიზეზებზე საუბრობს. პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

>>>

სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" დაითხოვეს - შეცდომა, რაც მისი გაშვების მიზეზი გახდა (ვიდეო)

sportall.ge წერს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე ტელევიზიიდან დაითხოვეს, მიზეზი კი მისი შეცდომა გახდა, რომელიც მან საქართველო-პორტუგალიის ცხრამეტწლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს პირდაპირ ეთერში დაუშვა. 

>>>

მიხეილ სააკაშვილის პირველი პრესკონფერენცია გუბერნატორის რანგში (ვიდეო)

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 9 ივნისს პრესკონფერენცია გამართა, ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები გააცნო და შეკითხვებს უპასუხა. 

>>>

"პოლ, ჩამოდი საქართველოში და დროშაზე ავტოგრაფი დაგვიტოვე!" - პოლ მაკარტნის ქართველი ფანები სცენაზე (ვიდეო)

ევროპული ტურნის ფარგლებში ამსტერდამში გამართული კონცერტის დროს ლეგენდარულმა პოლ მაკარტნიმ სცენაზე ქართველ ფანებს უხმო: "სცენაზე არიან ჩვენი მეგობრები საქართველოდან!", - წარადგინა ისინი მომღერალმა. 

>>>

გუგული მაღრაძე - მცოდნე ადამიანები სამსახურში, სადაც 2000 ლარია ხელფასი, არ ჩერდებიან

"სერიოზული მცოდნე ადამიანები საჯარო სამსახურში, სადაც 2000 ლარია არ ჩერდებიან", - ამის შესახებ პორტალ "კვირას" პრესკლუბში დეპუტატმა გუგული მაღრაძემ იმ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც უმაღლესი თანამდებობის პირებმა სახელფასო დანამატების პრაქტიკაზე უარი უნდა თქვან. 

>>>

დონეცკში ბოევიკებმა „მის ДНР“ აირჩიეს - პოდიუმი, ბიკინი და... ხატები ხელში (+ფოტო)

რუსი ბოევიკებისა და სეპარატისტული ძალების მიერ ოკუპირებულ დონეცკში „დონეცკელი ლამაზმანი 2015“-ის შესარჩევი ტური ჩატარდა. ღონისძიება დაანონსდა, როგორც სილამაზისა და ტალანტის საქველმოქმედო კონკურსი. ის ღამის კლუბ „ჩიკაგოში“ გაიმართა. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?