სოჭის შემდეგ ხანგრძლივმა წვიმამ ვორონეჟიც დატბორა. რუსულ სოცქსელებში ქალაქის დატბორვას ირონიული შეფასებები მოჰყვა.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დავით დობორჯგინიძის გადაღებული ფოტო ვრცელდება, სადაც ვარაზისხევში მომხდარი შემთხვევაა გადაღებული.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე წერს, რომ თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგებზე ბევრი ისაუბრეს, თუმცა, "ვერავინ ვერ აიღო თავის თავზე მეწყერის აშკარა ტექნიკური მიზეზის დასახელების გამბედაობა", ხოლო "სტიქიის ზებუნებრივ მიზეზებზე კი საერო საზოგადოებაში საერთოდ ყველა დუმს".
პარიზში ტაქსისტების გაფიცვისა და არეულობის შედეგად მომხდარი შეტაკებებისას 7 ჟანდარმი დაშავდა, ათზე მეტი გაფიცული ტაქსისტი კი დააკავეს.
წყალდიდობა, რომელიც სოჭს დაატყდა თავს 25 ივნისს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს: მეტეოროლოგებმა შტორმული საფრთხის რეჟიმი, რომელიც ქალაქში გამოცხადდა, პარასკევამდე გააგრძელეს.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის "ევრაზიული არჩევანი - საქართველო" ლიდერი არჩილ ჭყოიძე საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მანდატი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
საქართველოს აგვისტოში ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტის შესახებ თინა ხიდაშელისა ალექსანდერ ვერშბოუს შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე მედიას ჯონ კერიმ წარუდგინა. ანგარიშში საქართველოში გახმაურებული საქმეებიც მოხვდა.
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ განთავსებული ე.წ. ერმაკოვის ბუდკები, რომლებიც სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტგამოცემებში კრიტიკის საფუძველი გახდა, გვიან ღამით აიღეს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ ნაკლებად აინტერესებს, რამდენ ქვეყანაში გაიყიდება კარგად ევროპის სუპერთასის ბილეთები, რადგან დაინტერესებულია, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებმა ყველაზე მეტი ბილეთი მიიღონ.