ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 81 კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის საუკეთესო ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა და პირველი თამაშების გამარჯვებული გახდა.
ტუნისში, კუვეიტსა და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების გამო მედიასაშუალებებმა 26 ივნისი "ტერორის დღედ" მონათლეს. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ღებულობს კლინიკა ტუნისში, ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს.
მოქალაქეების მიერ "ფეისბუქზე" დაიგეგმა აქცია საკრებულოსთან კვირას, 28 ივნისს 6 საათზე, მოთხოვნით გაშენდეს ვერეს ხეობაში თბილისის ცენტრალური პარკი.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში კომისიის სხდომაზე მივიდა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, იფრენდნენ თუ არა ოდესაში სხვა ავიაკომპანიები, მონოპოლისტის გარდა.
თბილისში 11 აგვისტოს დანიშნული ევროპის სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვის საკითხი საბოლოოდ ჯერაც არ მოგვარებულა, თუმცა, უეფას ინსტრუქცია უკვე არსებობს.
BBC იტყობინება, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს ერთნაირსქესიანი ქორწინების ლეგალური უფლება ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე დაკანონდა.
25 ივნისს, ღამის საათებში, დაუდგენელმა პირებმა მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, „კრილატსკიე ხოლმის“ ქუჩაზე მდებარე ცნობილი მომღერლის ვალერიას სახლის ფანჯრებს პნევმატური იარაღიდან ესროლეს.
„რაც უფრო მალე გაფუჭდება, მით უკეთესია ჩვენთვის, ხელახლა იქნება გასაკეთებელი და გადაგვიხდიან“, - როგორც აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები ქალი ამბობს, სწორედ ასე უპასუხეს პრეტენზიებს კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებმაც მერიის დაკვეთილი სამუშაოები დაასრულეს.
მოსკოვში ეკონომისტი და დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი 86 წლისა გარდაიცვალა. 3 ივნისიდან ევგენი პრიმაკოვი ჰოსპიტალიზებული იყო ონკოცენტრში - მას თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და იქ ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ მდინარე ვერემ ნგრევა დაამთავრა და ახლა უნდა დაიწყოს მშენებლობა. საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში ქართული მანჰეტენის მოწყობას გულისხმობს.