2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემები სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის რიცხვის შესახებ „ინტერაფქსს“ მოჰყავს: რუსეთში მათმა რიცხვმა 22,9 მლნ ადამიანს მიაღწია, რაც მოსახლეობის 15,9%-ია.
ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოება 2030“-ის შექმნა 2014 წელს დაანონსა. მისი თქმით, საზოგადოებაში შევიდოდნენ ექსპერტები და სხვადასხვა სფეროში კომპეტენტური პირები, რომლებიც „მოსახლეობას სწორი ანალიზის გაკეთებაში“ უნდა დახმარებოდნენ.
მსოფლიოში მოღვაწე ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე 23 ივლისს ესპანეთის მეფეს ფილიპე VI შეხვდა, რომელიც დაესწრო ვერდის "დონ კარლოს" ელ ესკორიალში ქეთევანის მონაწილეობით.
ინტერნეტში პოპულარულია რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასული გადაცემა, სადაც რუს პოლიტოლოგებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უკრაინელი, ოდესის მერობის ყოფილი კანდიდატი ვადიმ ჩერნი მონაწილეობდა.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმზღვანელი ანდრო ბარნოვი გორის პოლიციაში გასაუბრებაზე დაიბარეს. ბარნოვი აქვეყნებსფურცელს, რომელიც მას გაუგზავნეს და "ფეისბუქზე" განმარტავს, რატომ არა აქვს აზრი მის მისვლას პოლიციაში.
კროსსოვერის ტიპის მანქანა, სადაც ექვსი ადამიანი იჯდა, ბზიფის ხეობაში, ერთერთ ხევში მას შემდეგ გადავარდა, რაც კლდეს შეეჯახა. მანქანა გზაზე რიწის ტბის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მას ადგილობრივი მძღოლი მართავდა.
ილიჩევსკის პორტის დირექტორი იური კრუკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის თაობაზე პორტში ვიზიტის დროს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმზღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ბრძანება ხელმოწერილია და ძალაში უკვე შევიდა.
საგარეჯოში მაჟორიტარ დეპუტატ თინა ხიდაშელზე ძებნაა გამოცხადებული: "რატო ხელი არ მოგვტყდა, ხმა რომ მივეცით"; "ასე ქუჩაში ვყრივართ, შვილო, არჩევნების მერე სულ ორჯელ მოვიდა", - ამბობენ კახელები.
ბოლო ერთი თვეა, თბილისში ყალთაბანდთა ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან და მოქალაქეებს თითქოსდა ცნობილი ბრენდების საყოფაცხოვრებო ან/და პარფიუმერიის ნაწარმს დიდი ფასდაკლებით სთვაზობენ.
„ამას ეთერში არ გავაკეთებ, მაგრამ მე შემიძლია კიდევ 5-6 სოფელი დაგისახელოთ, სადაც შესაძლოა, ხვალ და ზეგ ვიღაცამ ასეთივე ისტერიკა მოაწყოს, მაგრამ ეს არ იქნება სიმართლე“, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით საუბრის დროს, რადიო „თავისუფლების“ ეთერში განაცხადა.