რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი ძმებ ყარამანაშვილებს მიმართავენ, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის და ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ და ახალ განცხადებას ავრცელებენ:
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ თოფაძის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
შეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
შპს "სტერეო+" აცხადებს, რომ მას არ მიუღია არანაირი მიმართვა "რუსთავი-2"-ის ეროვნული საეთერო მაუწყებლობის შეწყვეტის ან რაიმე სახით შეზღუდვის მოთხოვნით და მსგავსი მიმართვის მიღების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მაუწყებლობის შეწყვეტა ან შეზღუდვა წერილობითი მიმართვიდან 6 თვის განმავლობაში. კომპანია ამ მიმართულებით რაიმე ქმედებას მისი მხრიდან კატეგორიულად გამორიცხავს.
ჰოლდინგ "აფხაზეთის ხმაში" შემავალი მედიასაშუალებები შეშფოთებას გამოვთქვამთ „რუსთავი-2“-ის მმართველობასთან და ზოგადად, სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების უხეში ჩარევის გამო, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პერსპექტივას.
რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, რომ თამაზ ურთმელიძის "ღამის გადაწყვეტილება" სერიოზული დარტყმაა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
ხელისუფლებას ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება, - ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი კომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ ამ პროცესებს რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად ემიჯნება.
საგანგებო ბრიფინგზე ქიბარ ხალვაშმა ეროსი კიწმარიშვილი მხოლოდ მას შემდეგ ახსენა, რაც ჟურნალისტებმა მას და კიწმარიშვილის სხვა მეგობრებს დაუსვეს შეკითხვა, რატომ არ ახსენეს ის მთელი ერთი საათის განმავლობაში.
იურისტი ნათია დიღმელაშვილი "ფეისბუქზე" "არაიურისტი მეგობრებისთვის" განმარტავს, რა მოხდა "რუსთავი-2"-თან მიმართებაში.
ჟურნალისტი ლევან ტაბიძე იხსენებს, როგორ მოვიდა რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანია "იმედში" და ორ თათბირზე განაცხადა, რომ ტელევიზიიდან არავის გაუშვებდა, თუმცა, 42 ადამიანი გაათავისუფლა.