უკრაინის მარლთმადიდებლური ეკლესიის ლუცკისა და ვოლინსკის ეპარქიის მიტროპოლიტი მიხეილი (ზინკევიჩი) მრევლს ქადაგებისას ეუბნება, რომ უნდა ილოცონ არა ოკუპანტების (რუსულ), არამედ უკრაინულ ენაზე.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი კიდევ ერთხელ ეხმიანება ლატაკიის პროვინციაში რუსული სუ-24-ის ჩამოგდების ფაქტს და წერს, რომ ბოდიში არა თურქეთს, არამედ რუსეთს აქვს მოსახდელი და რომ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში თურქეთი ისევ ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა. ერდოღანმა ვრცელი განცხადება ანკარაში გააკეთა.
თურქეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმიანება და წერს, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული სიხარული მხოლოდ შიშველი ემოცია არ არის.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, 2-3 წელიწადში საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ედგარს რინკევიჩის თქმით, ამისთვის დროა საჭირო და საქართველომ როგორც თავდაცვისუნარიანობა უნდა აიმაღლოს, ასევე პოლიტიკური რეფორმები უნდა გაატაროს.
ვერძი: - საინტერესო და პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ; გამოსადეგ ადამიანებს გაიცნობთ. კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად. პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით.
ვებ-გვერდი informnapalm.org რომელიც ემსახურება უკრაინაში და სხვა ქვეყნებში რუსული აგრესიის საინფორმაციო გაშუქებას და რუსული პროპაგანდისტული მანქანის საწინააღმდეგოდ, კონფლიქტების რეალურ არსს, რუსული აგრესიის მთავარ მიზანს წარმოაჩენს, ამიერიდან სტატიებს ქართულ ენაზეც გამოაქვეყნებს.
ტვ Newsader-ის დირექტორმა ალექსი რომანოვმა სიუჟეტი მოამზადა იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის რუსეთს, თუ იგი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაებმება.
"ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა და "ისლამური სახელმწიფოს" მტერი ქვეყნების რიგში, საქართველოს შემდეგ, კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა დაასახელა. მტრებს შორის მოხვდნენ ლიტვა, მოლდოვა და უკრაინა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ნაწილი, არაბულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ასახელებს, წერს, რომ ატლანტაში, G20 სამიტზე ბარაკ ობამამ მწვანე შუქი აუნთო რეჯიბ ტაიპ ერდოღანის გეგმას, რუსული სამხედრო თვითმფრინავის სირიაში ჩამოგდების შესახებ.
ნატალია ობმოჩაევა - მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს და პლანეტის ერთერთ ულამაზეს ფრენბურთელ ქალად მიჩნეული რუსი სპორტსმენი ითხოვს, 2016 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი ქალ ფრენბურთელთა შორის თურქეთის ნაცვლად, სხვა ქვეყანაში ჩატარდეს.