
სანდრა რულოვსი: „ნუთუ, საქართველოში ჩემი ყოფნის ოცი წლის შემდეგ ეს დავიმსახურე?“
- 2014-09-20 22:24
„ამდენი წელი სიკეთის გარდა რა გაგვიკეთებია და ახლა, როცა მინდა თბილისში დაბრუნება და ჩემი საქმიანობის გაგრძელება, ეს არ უნდა შემეძლოს?“- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ქალბატონმა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ამსტერდამიდან ჩართვის დროს განაცხადა.