
არის თუ არა მეოთხეული გადაცემის შემთხვევები , ამაზე ღრმა კვლევა მიმდინარეობს- პაატა იმნაძე
- 2020-03-16 15:25
“ჩეხ ტურისტებს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, წასვლიდან მეორე დღეს, ჩეხეთში დაუდასტურდათ კორონავირუსით ინფიცირება”,- ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას მან აღნიშნა, რომ ჩეხმა ტურსიტებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათზე, ვისთანაც საქართველოში ყოფნის დროს შესაძლო შემხებლოში იყვნენ.