ორგანიზაცია „იდენტობის“ ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე LG-ის სარეცხი მანქანის ახალი მოდელით აღფრთოვანებას „ფეისბუქზე“ გამოხატავს, თემას ირონიულად აკავშირებს „ერთსქესიანთა ქორწინების“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან და წერს:
იტალიის სარდინიის მხარის ქალაქ სოროკის წარმომადგენლები და სარდინიელი ბიზნესმენები ოკუპირებულ გაგრაში ჩავიდნენ და ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხელი მოაწერეს „მეგობრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმს“.
აფხაზი ჟურნალისტის როინ აგრბას პოზიცია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის იერსახის დამახინჯებაზე, რუსეთის მხრიდან როგორც ჩერქეზი, ასევე აფხაზი ხალხის გენოციდში დადანაშაულებაზე და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემის მანკიერ მხარეებზე.
წნორში , სიძესა და სიმამრს შორის დაწყებული დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ოჯახის წევრების თვალწინ სიმამრს სიძემ ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დანა ამოიღო და მუცელში დაარტყა. ამის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა.
საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტად მყოფი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი პრეზიდენტთან, პრემიერთან და ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს შეხვდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებულმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელმა კვლევამ მთავარ კითხვას უკვე გასცა პასუხი: კვლევის მიხედვით დადასტურდა, რომ ომი 2008 წელს რუსეთმა დაიწყო.
„რუსთავი2“-ის ოფისში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იუმორით გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის სიდედრი.
პირადი მცველისა და ერთი-ორი ნაკლებად ცნობილი მსახიობის შემდეგ, 40 წლის ჰაიდიმ 27 წლის არტ-დილერ ვიტო შნაბელთან გააბა რომანი. წყვილი რამდენჯერმე ნახეს ერთად პარიზში, ახლა კი პლაჟზე მოალერსეები აღბეჭდეს ფირზე.
"Droni.ge" წერს, რომ სცადა გაერკვია, რატომ დაიწუნა ყოფილი ცოლის სამოსი ბექა ხოფერიამ. საუბარია იმ კაბაზე, რომელიც თიკა ჯამბურიას გადაცემაში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ეცვა.
გია კორკოტაშვილი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვინმეს ცხოვრების წესის შეცვლა დაუშვებელია, მაგრამ სახალხოდ გოგოს მიერ გოგოს ტუჩებში კოცნას ან ბიჭის კოცნას ბიჭისთვის ტუჩებში საზოგადოება არ დაუშვებს.