ნინო შუბლაძე დღეს „პოზიციას“ არ წაიყვანს

გადაცემა „პოზიციის“ წამყვანი აცხადებს, რომ დღევანდელ გადაცემაში დებატებში არ შევა ოპონენტებთან, რადგან გადაცემა სწორედ „რუსთავი-2“-ის ოფისში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას ეხება. სწორედ ამიტომ, გადაცემას გიორგი გაბუნია გაუძღვება.

>>>

ნიკა გვარამია: "ჯოჯოხეთს მოგიწყობთ, საკუთარ ჩინოვნიკებს რომ იწერთ, იმას მოგასმენინებთ" (ვიდეო)

"რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვინც ხელისუფლებაში და, განსაკუთრებით, შსს-ში ამ საქმეების შეკერვითაა დაკავებული, ჯოჯოხეთს მოუწყობს.

>>>

ხელისუფლების აგენტების დასახელებისთვის ნიკა გვარამიამ პროკურატურას მადლობა გადაუხადა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, რომ ტელევიზიასი სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო. 

>>>

„რუსთავი-2“: პროკურატურამ ოფისის შემოწმების კადრები კამერების დამონტაჟებად გაასაღა

საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი-2“-ის დირექტორმა და მისმა ორმა მოადგილემ, პროკურატურის განცხადების პასუხად განაცხადეს, რომ გასაჯაროებულ კადრებში მითითებულ დროს ოფისში მართლაც იყვნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეამოწმეს, იყო თუ არა ოფისში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები.

>>>

ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში ორწლინახევრის ბიჭუნა გარდაიცვალა

სამედიცინო უნივერსიტეტის ჟვანიას სახელობის კლინიკაში ორწლინახევრის ნიკოლოზ კეთილაძე გარდაიცვალა.

>>>

გია ნოდია 8 მაისზე და 9 მაისზე

დღეს, 9 მაისს ქართული საზოგადოება ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს, რომელიც როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, არა დემოკრატიის ფაშიზმზე გამარჯვების, არამედ რუსული კომუნიზმის აღმოსავლეთ ევროპაზე გამარჯვების დღეა.

>>>

„რუსთავი-2“ პროკურატურას საგანგებო ბრიფინგით 19:00 საათზე უპასუხებს

„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი და მისი ორი მოადგილე, ასევე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და "კურიერის" წამყვანი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პროკურატურაში, დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

>>>

რა კადრები გაასაჯაროვა პროკურატურამ "რუსთავი-2"-ში თვალთვალთან დაკავშირებით (ვიდეო)

პროკურატურა "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედურ მასალებს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ფარული ჩანაწერების გაკეთება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება.

>>>

პროკურატურის შუალედური დასკვნით, „რუსთავი-2“-ის ოფისს წინა ხელისუფლების სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ

პროკურატურა "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედურ მასალებს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ფარული ჩანაწერების გაკეთება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება.

>>>

მარიუპოლში ტერორისტებს გამანადგურებელი ცეცხლი გაუხსნეს - დეპუტატმა რვა ცხედარი დათვალა

მარიუპოლში მიმდინარე შეტაკებების შესახებ უკრაინელი დეპუტატი ოლეგ ლიაშკო წერს, რომ მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ხელყუმბარებითა და ავტომატებით დაიწყეს ადგილობრივი მილიციის შენობის შტურმი, სამართალდამცველებმა გამანადგურებელი ცეცხლი გახსნეს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?