მენინგიტი ტვინის გარსების ანთებაა, მკურნალობის გარეშე დაავადება ლეტალურად მთავრდება 4-5 დღეში, თუმცა ადკვატური მკურნალობის დროსაც კი ლეტალობა მაღალია (50%).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა და მიიმალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.
"აფხაზეთის ხმისთვის" დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძროხისა და 130 ლიტრი თაფლის ქურდობაში თანამონაწილეობისთვის გასამართლებული გოჩა ლაშხია, რომელსაც დაზარალებული ოჯახის დიასახლისი შვილისა და ქმრის სიკვდილშიც ადანაშაულებს, კოალიცია „ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონის სოფელ ტალერის მაჟორიტარობის კანდიდატია.
საქართველოში "ყირიმ-კონგოს ცხელებით" ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 34 და 37 წლის ქალბატონები არიან.
დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. "ბიბისის" ინფორმაციით, ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებში ოთხ დღეს გასტანს.
ლუგანშინაზე შეტაკებისას ხიდი ააფეთქეს. ტერორისტები მოუწოდებენ ხალხს ცოცხალი ფარი გახდნენ. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დღეს გამთენისას უკრაინის სამხედრო დანაყოფებმა მოძრაობა დაიწყეს ლისიჩანსკის მიმართულებით, ხიდის გავლით რუბეჟნოეს რკინიგზის სადგურისაკენ.
საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი გაძვირდა. რამდენიმე სავაჭრო ობიექტზე თამბაქოს ნაწარმი 20 თეთრითაა გაძვირებული.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი 28 საკითხს განიხილავს, მათ შორის ერთი საიდუმლო საკითხია. მინისტრთა კაბინეტი დღეს დაამტკიცებს სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რომლის პრეზენტაციაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მაისს გამართა.
მარტვილში, სოფ. ტალერში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გოჩა ლაშხია გახდა, ხოლო მისი შვილი, ლევან ლაშხია, ამავე სოფლის N35 საარჩევნო უბნის თავმდჯომარედ აირჩიეს.
ღამის განმავლობაში ტერორისტები ლუგანშინიდან საზღვრის გარღვევას შეეცადნენ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობის მიზნით, ბოევიკებმა ამ ღამეს რამდენჯერმე სცადეს იერიში მიეტანათ სასაზღვრო პუნქტზე ლუგანსკის ოლქში.