„მოქალაქის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიის თემა, გარკვეულწილად, ტაბუდადებულია. მისი თქმით, ვისაც ეკლესია უყვარს, მასზე მსჯელობის არც უნდა ერიდებოდეს და არც უნდა ეშინოდეს.
გადაცემაში „კვირის 2030“ ბიძინა ივანიშვილმა თინა ხიდაშელის დანიშვნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ კუთხით თამარის მეფობაც გაიხსენა იმის დემონსტრირებისთვის, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებას აპირებს.
"არ ველოდი ამ კითხვას", - ასე გამოეხმაურა ვიცეპრემიერი კახა კალაძე "იმედის კვირის" ეთერში მისი ჩართვის ბოლოს ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ შეკითხვას - რატომ გადაწყვიტა იმიჯის შეცვლა.
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 19 წლის გიორგი მამულაშვილის ცხედარი ყვარლის ტყეში სამართალდამცველებმა და ოჯახის წევრებმა იპოვეს. გიორგი მამულაშვილმა, სავარუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქზე" აქვეყნებს ყენიაში გადარებულ უჩვეულო ფოტოს.
საქართველოს პარლამენტის წევრს ნუგზარ წიკლაურს სადარბაზოსთან ღამით უცნობი პირები დახვდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორება დაუპირეს.
რადიოსადგური „გოვორიტ მოსკვა“ ვებგვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილთან ირაკლი ქანთარიასთან, რომელმაც „თავისუფალი ზონის“ სხვა წევრებთან ერთად თბილისში რუსი ბაიკერები აიძულა, „გეორგიევსკის ლენტები“ დაეჭრათ.
შსს-ს მოსკოვის კუნცევოს რაიონის განყოფილება რუბლოვსკის გზატკეცილზე მცხოვრებ მოსახლეობას სთხოვს, გამარჯვების დღეს არ გადმოიხედონ ფანჯრებიდან და არ გავიდნენ აივნებზე.
1 მაისს, დილის საათებში სომხეთის ტერიტორია დატოვეს ე.წ. კანონიერმა ქურდებმა, რომელთა შორის ქართველი ეროვნების კრიმინალური ავტორიტეტებიც არიან. ინფორმაციას „ნოვოსტი არმენიი“ ავრცელებს, თუმცა, ის უზუსტობებს შეიცავს.
სანკტ-პეტერბურგში პედოფილებისგან შემდგარი ოჯახების შემზარავ ქსელურ დანაშაულზე წერს ადგილობრივი გამოცემა. სამართალდამცველებმა გამოავლინეს, რომ პედოფილთა ოჯახები სექსუალური გართობის მიზნით ერთმანეთში შვილებს ცვლიდნენ.