სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი 19 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს და იხსენებს დროის სხვადასხვა მონაკვეთს, სადაც "რუსთავი-2" და "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ის მხარდამჭერებს საქალაქო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდებს.
რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ე.წ. კასრების ვიდეოს" გავრცელებას ეხმიანება და წერს, რომ მათი გავრცელების გამო ხელისუფლების მისამართით გაჩენილ ეჭვებს საფუძვლიანი გამოძიებით უნდა გაეცეს პასუხი.
"ფეისბუქის" მომხმარებელი კიაზო ბერიაშვილი საქართველოში ჰააგის პროკურორის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას წერს და მიიჩნევს, რომ მისი ჩამოსვლა და მასალების შესაკრებად მუშაობა სწორედ ახლა, ამ პერიოდში, იმის მიმანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის მტკიცებას - "საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ" ევროპა საფუძველს აცლის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" ეხმიანება ე.წ. კასრის ვიდეოების გავრცელების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს და 2012 წელს გავრცელებული "ციხის კადრების" მთავარ ინიციატორს, დამდგმელსა და შემსრულებელს ვლადიმირ ბედუკაძეს ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებს.
რამდენიმე გამვლელმა გააპროტესტა სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების სახალხო ჩვენება, რომელიც თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, "ნაციონალური მოძრაოპბის" ახალ ოფისთან გაიმართა, ხოლო "აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტი მოქალაქის სტატუსით დაუკავშირდა პოლიციას.
ზუგდიდის ცენტრში სექსუალური ძალადობის ამსახველი ე.წ. კასრების ვიდეოს სახალხოდ ჩვენებას ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია დაესწრო და ტვ "ოდიშთან" საუბარში განაცხადა, რომ მისი აზრით, მსგავსი ჩვენება აუცილებელი და საჭიროა.
თბილისის ცენტრში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ოფისის სიახლოვეს ე.წ. „კასრის ვიდეოები“ უჩვენეს, სადაც სექსუალური ძალადობის სცენებია გადაღებული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა NDI-ს კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს ეხმიანება და წერს, რომ ბოღმით და შურით ქვეყანა არ აშენდება და კვლევამ სწორედ ეს დაადასტურა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 31% უჭერს. ამდენივეს სურდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება 2015 წლის აპრილში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 15%, ვინც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა, ხოლო 14% კოალიცია ქართულ ოცნებას. 5% კი, მხარს თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა.