საქართველოს პარლამენტის წევრის, უმრავლესობის წარმომადგენლის ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა, რასაც დავით ბერძენიშვილი არ ადასტურებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ის მიერ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მას შორის, ასევე სააკაშვილსა და გვარამიას შორის გამოქვეყნებულ სავარაუდო სატელეფონო საუბრებს ეხმაურება.
"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს იმ ჩანაწერის ავთენტურობას, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მათ სიტყვის თავისუფლება უნდა დაეცვათ სწორედ იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც სააკაშვილი საუბრობს - ბარიკადებით, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვით და ა.შ.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ინტელექტკლუბის" წევრებს მიმართავს შეკითხვით, რატომ არ აღელვებთ მიმდინარე პროცესები.
ნოემბრის პირველი ნახევრიდან ტელეკომპანია "იმედზე" სტარტს აიღებს ახალი პოლიტიკური თოქშოუ, რომელსაც "პოლიტიკა" ერქმევა.
სოფელ თაგილონის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსეთის მესაზღვრეებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან სამი ჟურნალისტი დააკავეს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი მანანა გოგოხიაა.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ რუსეთში ტანსაცმლის მაღაზიები გახსნა. ანუკი არეშიძის სამოსი მოსკოვსა და პეტერბურგში გაიყიდება. დროთა განმავლობაში კი სხვა ქალაქებიც შეემატება.
დიპლომატთა კლუბი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართული დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირება და ქვეყნის იმიჯის შერყევა არ მოხდეს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ოფისთან საპატრულო ეკიპაჟი მანქანებს ჩხრეკს. არხის გენერალური დირექტორის შეკითხვას, რომელი საკანონმდებლო ნორმით ატარებენ ამ პროცედურას, ისინი ვერ პასუხობენ.