„მონდის“ ჟურნალისტი თავისი ბინის ფანჯრიდან იღებდა პარიზის თეატრში დატრიალებული ტრაგედიის შედეგებს, როცა სახანძრო გასასვლელს უამრავი ადამიანი მოაწყდა მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა სროლა დაიწყეს.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია „არა გაზპრომს“ პლატფორმამ „დაიცავი თავისუფლება“ გამართა. აქციის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა ცაში გაზპრომისა და ივანიშვილის გამოსახულების ფრანები გაუშვეს.
იმის გამო, რომ ტერორისტს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატში „AK-74” ვაზნები დაუმთავრდა, პარიზში მომხდარი თავდასხმის ერთერთ ეპიზოდში ბარის სტუმარი ქალი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
1998 წელს გამოქვეყნებულ აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტურ წერილში "მთავარია დავიბრუნოთ ღირსება" განხილულია იმდროინდელი ვითარება რუსეთთან ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების კუთხით. მაშინ ბაქრაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები დღესაც აქტუალურია. "აფხაზეთის ხმა" წერილის ფრაგმენტს გთავაზობთ.
სპეციალისტები სწავლობენ იმ ფოტოს ნამდვილობას, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ეგვიპტეში რუსეთის მოქალაქეებით სავსე აირბუსი სწორედ ამ მოწყობილობით ააფეთქეს. ამ ფოტოსთან ერთად "ისლამურმა სახელმწიფომ" მგზავრთა პასპორტების ასლებიც გამოაქვეყნა.
თბილისის ნერის დავით ნარმანიას აზრით, ოპოზიციაში ისეთებიც არიან, რომლებისთვისაც ინფორმაციის მიწოდებას აზრი არა აქვს, რადგან ისინი "თეთრზე შავით საუბრობენ".
"პირველი რადიოს" ინფორმაციას, თბილისში, პეკინის ქუჩაზე "პროკრედიტბანკის" ფილიალის დაყაჩაღების შესახებ შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ ხელისუფლებამ მასზე მოსმენის სანქცია მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მიიღო კიდეც.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა ბერლინში ჩატარებულ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საბაბი არ არსებობს, სანამ ის ყირიმს არ დააბრუნებს.
მსოფლიოს მასთაბით ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი 2014 წელს, წინა წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია - ტერორიზმს 32,6 ათასი ადამიანი შეეწირა.