Су-24-ის ჩამოგდების შემდეგ, ცოტა ხნის გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენიც ჩამოაგდეს, ამის შესახებ "როიტერი" ლონდონში ბაზირებული სირიული ორგანიზაციის Syrian Observatory for Human Rights ცნობებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურგში დარტყმა უწოდა რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდებას თურქეთის მიერ. კომენტარი პუტინმა იორდანიის მეფესთან შეხვედრისას გააკეთა.
რუსული წარმოშობის ისრაელელი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელსაც საფრანგეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, დაპატიმრებულია. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იტყობინება, გაიდამაკის ადვოკატ პოლ კლუგმანზე დაყრდნობთ.
თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების გამო ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში კოალიციის საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. ამის შესახებ Agence France-Presse იტყობინება. ბრიუსელში ელჩები იკრიბებიან.
სირიის პროვინცია ლატაკიაში, თურქული მხარის მიერ ჩამოგდებული რუსული სუ-24-ის კატაპულტირებული ორი პილოტიდან ერთი, სავარაუდოდ, დაიღუპა. სხვა ვერსიით, ის ცოცხლად აიყვანეს ადგილობრივმა თურქებმა, მეორეს კი ეძებენ.
თურქეთ-სირიის საზღვართან, სირიელი თურქებით დასახლებულ ლატაკიის პროვინციაში ჩამოგდებული სუ-24-ის ორი სამხედრო მფრინავიდან ერთი დაკავებულია. ის ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა და დაატყვევა. მფრინავს, სავარაუდოდ, თურქულ მხარეს გადასცემენ, რომელმაც კატაპულტირების ადგილზე ორი სამხედრო ვერტმფრენი უკვე გააგზავნა.
ლატაკიის პროვინციაში, სოფელ იამადაში ჩამოვარდნილი რუსული სუ-24-იდან კატაპულტირებული ორი რუსი პილოტიდან ერთი ადგილობრივმა მოსახლეობამ დააკავა. ლატაკიაში, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს, თურქომანები - სირიელი თურქები ცხოვრობენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ფაქტი თურქეთის საზღვართან, თუმცა, განაცხადა, რომ თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და ის სირიაში იმყოფებოდა.
თურქეთის სამხედრო ავიაციის F-16-მა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო ბომბდამშენი, რომელიც თურქეთის სივრცეში სირიის მხრიდან შემოვიდა. ორმა მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, მათი ბედი ამ დრომდე უცნობია.
ეკა კვესიტაძის "განსხვავებულ აქცენტებში", სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში კიდევ ერთხელ, საფუძვლიანადაა მიმოხილული ბიძიანა ივანშვილის მიერ შესაძლო თაღლითური გზით განქორწინების გაფორმებისა და მისი ყოფილი მეუღლის - ინგა პავლოვას სახელის, მისი პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტი ბიზნესსაქმიანობის დროს.