ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი ადმინისტრაციული წესით
დააკავეს.
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია.
გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.
ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში
რჩება.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა
სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული
მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს.
„რუსთავი 2“-ის გასხვისების ვადა დღეს იწურება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით,
მსურველი ამ დრომდე არ გამოჩენილა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში. სოფელ ნოსირთან ავარიის შედეგად ორ ავტომობილს ცეცხლი
გაუჩნდა.
კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის კერა იზრდება. ამის გამო ქალაქ გრან-კანარიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს,
- ამის შესახებ Reuters წერს.
ახლახან ჯგუფის “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა ფოტო, რომელიც “ბლექ სი არენაზეა” გადაღებული. ამ ფოტოთი ჯგუფი
მადლობას უხდის მსმენელს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში დახვდა.
თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი
დაშავდა.