რუსეთში კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტი ნაბახუსევი აღმოჩნდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში
გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა 4 აპრილის აქციის გადადებასთან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით,
თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ დასტაბილურდება, პასუხიმგებლოანი ოპოზიცია მასობრივი
ღონისძიებისგან თავს შეიკავებს.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა.
71 წლის მოჰამედ მირმოჰამადი ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძე კორონავირუსთან
დაკავშირებით საუბრობს.
ნათია ფანჯიკიძე წერს იმის შესახებ, რომ რწმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია და ამაზე მეცნიერებიც არ დაობენ.
როგორც ფსიქოლოგი წერს, მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დავცინოთ, არამედ უნდა გვშურდეს მათი.
სინგაპურში მთავრობის გადაწყვეტილებით, მინისტრები და ქვეყნის პრეზიდენტი ერთი თვის
განმავლობაში ხელფასს არ აიღებენ, ხოლო კორონავირუსზე მომუშავე ექიმებს პრემიებს დაურიცხავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებსა და სხვა მასობრივ შეკრებებში მოხვედრისგან თავის არიდების მიზნით,
საქართველოში შესაბამისი მითითებები უკვე გაიცა.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს
მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის
ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე
განთავსდებიან. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მძიმე ტვირთად აწევს ის ფაქტი, რომ
ინფექციურ საავადმყოფოში არსებული ინფრასტრუქტურის პრობლემები ვერ მოაგვარა.
ირანში, პროფესიონალი სპორტსმენი ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა ცოცხალი აღმოჩნდა.