„იმ დროს, როდესაც გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და დახმარება, ძალიან თვალშისაცემია, წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი ან მრევლის ნაწილი ზიარების შემდეგ დასნეულდება,დაზღვეული არაფრისგან ვართ, ეს შეიძლება ნებისმიერს შეემთხვეს, თუმცა განწყობა საერთო განსაცდელის დროს - როდესაც ვიღაცას უხარია, რომ ეკლესიაში გაჩნდეს კლასტერი, ძალიან სამწუხაროა. ყველას ვთხოვ, რომ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ნუ დავძაბავთ დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
პანდემიის გავრცელების პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მსხვერპლის ინტერსებზე მორგებული გამოძიების წარმოებას ეხება.
3 აპრილის გვიანი საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
საქართველოს ხელისუფლება ეპიდემიის რეალურ მასშტაბებს მალავს-განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა.
ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა,
ლევან გოფოძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
ადამიანი კორონავირუსის გავრცელებას სომპტომების გამოჩენამდე იწყებს- ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა.
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 10935-ს მიაღწია.
კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში ქალაქ რუსთავის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია. მისივე თქმით, თუ ასეთი საჭიროება დადგება, კარანტინის რეჟიმი გამკაცრდება არა ლოკალურად, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.