მსოფლიოში კორონავირუსისგან 300 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზე გამოქვეყნებული.
ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ვირუსი ყველაზე დიდხანს შესაძლოა მეტალზე დარჩეს. ამიტომ მეტალის სახელურები კარგად უნდა გაიწმინდოს. მან ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 მოქალაქე რჩება.
საზოგადოებამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა 80%-ს შესაძლოა კლინიკური ნიშნები არ ჰქონდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს გამოაქვეყნა სამყაროს გამოცდილება, რომ 80 პროცენტი ადამიანების შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები საშიში არიან საზოგადოებისთვის-ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა.
კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი მოსკოვის დუმის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა.
„ტვიტერის“ დამფუძნებელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის ერთი მილიარდი დოლარი გადარიცხა.
ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა.
ბულგარეთში მინისტრებმა და დეპუტატებმა კორონავირუსის გამო, ხელფასებზე უარი თქვეს.
ბოლო 24 საათში აშშ-ში COVID-19-ით 1 736 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.