არავითარი ბანკეტი, არავითარი ზღვარგადასული მხიარულება. მხოლოდ წარწერები სასკოლო ფორმებზე, სევდიანი მოგონებები და ცრემლები თვალებზე. ისინი ბესლანელები არიან. ისინი, ვინც 2004 წელს პირველ კლასში იყვნენ და სიკვდილს გადარჩნენ.
ბრიტანეთის მოქალაქეს, 47 წლის როია სობერი ნეჯატ ნობასტს, ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ, „ისლამის შეურაწყოფისთვის“ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დონეცკში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონი, ნიკოლაი ლეონოვი, ამოცნობილი იქნა იმ ამბოხებულებს შორის, რომლებიც 26 მაისს დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე შეტაკებისას დაიღუპნენ.
გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში წუხელ შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
"შემოგვესიენ უკვე, პატრონი არ ჰყავს რუსთავს? ბალახი მაინც გაკრიჭოს ვინემ", - სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" რუსთაველები ქალაქის ცენტრში გეველების მომრავლებას უჩივიან.
„მე ხომ დიქტატორი ვარ? ნუ აკეთებთ აქცენტს კაზანტიპის ხალხზე, მათთვის აზრი არ მიკითხავს და არავის არაფერს ვეხვეწები: „კაზანტიპი“ ტარდება ანაკლიაში, საქართველოში და ვისაც უნდა, წამოვიდეს, ვისაც არ მოსწონს, ტრ**ი დააყენოს“, - ამის შესახებ ე.წ. კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა.
გუშინ ოზურგეთში, „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლის სახლში „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღის აღმოჩენასთან დაკავშირებით, დღეს პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ერთ-ერთმა აქტიურმა მომხმარებელმა რაულ კაპანაძემ "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ინტერაქტივის შედეგი იმ დროს შეაჯამა, როცა პროცენტები 2012 წლის არჩევნების საპირისპიროდ იყო გადანაწილებული.
დონეცკსა და სლავიანსკში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკებები ტერორისტებსა და უკრაინულ არმიას შორის დონეცკსა და სლავიანსკში. დონეცკში ისმოდა საარტილერიო ცეცხლის ხმა, იყენებდნენ ყუმბარმტყორცნებსა და ნაღმმტყორცნებს.
შსს-ს პრესსამსახურში "აფხაზეთის ხმას" განუცხადეს, რომ ბათუმში 30 მაისს პატრულ-ინსპექტორ რ.დევაძის გარდაცვალებას არა აქვს კავშირი პოლიციის დღის სადღესასწაულო ღონისძიებებთან და ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (და არა აღლუმის მწკრივში) გარდაიცვალა.