სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა და სთხოვა, ზამთარში ადამიანები სახლების გარეშე არ დატოვონ.
ჩეჩნეთში, გროზნოს ცენტრში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავებულია.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან თინა კანდელაკის ინტერვიუს ეხმაურება.
თბილისში, მშენებარე კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. უბედური შემთხვევა თბილისის ზღვის მახლობლად, „ოლიმპიური კომპლექსის“ მშენებლობაზე მოხდა.
„მძიმე კაცთან“ სტუმრობისას ყოფილი თავდაცვის მინისტრის გუნდის წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ტელესტუდიის კედელზე გამოსახული ყოფილი პრეზიდენტები ალკოჰოლურ სასმელებს შეადარა.
ეკა ზღულაძე, რომელსაც საქართველოში, წინა ხელისუფლების დროს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც იყო, უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ყოფილი პრემიერი, მილიარდერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა და ამაში არაფერია საგანგაშო. ასე ეხმაურება იგი ლარის გაუფასურების ტენდენციას.
"შაითანებმა თავიანთი უკანასკნელი ძალა გვიჩვენეს, თუმცა, სამართალდამცველებს მათი განასდგურება 15 წუთში შეეძლოთ. ცხრა ბოევიკი ლიკვიდირებულია, დანარჩენთა ცხედრებს ნანგრევებში ეძებენ", - ეს განცხადება რამზან კადიროვმა გააკეთა.
ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკის განცხადება სიმართლეა, რადგან ამ ეტაპზე ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოსთვის ნატოსკენ სავალ გზაზე, შესაძლოა, ბარიერი აღმოჩნდეს, თუკი ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ფეხს მოიკიდებს პოლიტიკური დევნის არსებობის აღქმა.