საზოგადოებაში გაჩენილ უაღრესად ჰუმანურ ინიციატიავას, რომ საქართველოში მივიღოთ და შვილად ავიყვანოთ სირიელი ბავშვები, საკმაო გამოხმაურება მოჰყვა.
საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში ანდრე ევრარი აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე ძალადობაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის შესახებ.
თავდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს თინა ხიდაშელი. მისი თქმით, როცა პოლიტიკაში ხარ, ყველაფერს ეთანხმები.
ტვ "იმედის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასა და საქართველოში მის ექსტრადირებაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხუმრობით უპასუხა.
ინფორმაცია, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ, დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს. კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა თავდაცვის სამინისტროში. ინფორმაციას უარყოფს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს ელჩიც.
ჩიტისა და პეტროვსკ-იმიერბაიკალის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა 29 აპრილს იმიერბაიკალის ალმოდებულ რაიონებს შემოუფრინა და ცაში ლოცვები აღავლინა ციმბირში წვიმების მოსავლენად.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომავალს მხოლოდ საქართველოს უკავშირებს.
მოსკოვის 1287-ე სკოლის ოცამდე მოსწავლემ, რომლებიც 9 მაისის ღონისძიებებისთვის სამზადისის ფარგლებში ხაზზე იყვნენ მოწყობილი, სიცხეში ხანგრძლივად დგომის გამო გონება დაკარგა, რეპეტიცია კი არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ ტელეარხი "დოჟდი" იტყობინება.
ევროპის რამდენიმე ქვეყნის გარდა, რუსულმა მოტოკლუბებმა მარათონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დაგეგმეს. მათ შორისაა ტამბოვის მოტოკლუბი, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი "კავკასიური მოტორბოლა" დაგეგმა. ეს რბოლა, გეგმის მიხედვით, 9 მაისს, თბილისში უნდა დასრულდეს.
უკვე დადგენილი და იდენტიფიცირებულია ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა, - განცხადება ოჯახის ადვოკატმა გააკეთა. მალხაზ სალაყაიას თქმით, მკვლელი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.