მომღერალი ზურა ხაჩიძე თბილისის მერს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და კახი კალა
ძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს.
იტალიაში კორონავირუსით ფეხბურთელი დაინფიცირდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას
სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი
მღელვარების მსგავსი აგვისტოს ომის დროსაც არ იყო.
ქვეყანაში სამედიცინო პირბადებიის დეფიციტია. კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, გუშინვე
რიგები იყო აფთიაქებთან.
ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა. ამის შესახებ გამოცემა „ლაივპრესი“ გალის მცხოვრებლების
ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით აკეთებს განცხადებას კორონავირუსის პირველი
შემთხვევის დაფიქსირებასთან დაკავშირებით საქართველოში. ის საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს
და განსაკუთრებულ მადლობას ექიმებსა და ლუგარის ლაბორატორიას უხდის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსისგან
საბრძოლველ რეკომენდაციებზე ისაუბრა.