ფოთის პორტში 6 მარტს მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი შევიდა, რომლის ეკიპაჟის წევრებსაც ხმელეთზე გადმოსვლა აეკრძალათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს სიცხე აქვს, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით
საქართველო არცერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება და ეკონომიკაშიც
ზუსტად ასე იქნება. მისი თქმით, საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს ზუსტად
ისე გაართმევს თავს, როგორც ამას ევროპული ქვეყნები აკეთებენ.
კორონავირუსის საფრთხის გამო, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გადაიდო.
ირანში, კორონავირუსის გამო კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ირანელი დიპლომატი, საგარეო საქმეთა
მინისტრის ყოფილი მრჩეველი და ელჩი სირიაში, ჰესეინ შეიხოლესლამი, 68 წლის ასაკში,
“კოვიდ 19”-მა იმსხვერპლა.
რუსეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ
რუსული მედია ავრცელებს.
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს, მათ შორის ოთხი წლის
ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის
ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 17:22 საათზე,
ლაგოდეხის აღმოსავლეთით, სოფელ რაჭისუბანთან დაფიქსირდა.
ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში იმ პანიკას ეხმაურება, რომელიც კორონავირუსის
გარშემოა ატეხილი საქართველოში და წერს, რომ ზოგეირთი ჟურნალისტის მცდელობის შედეგად,
გასაკვირი აღარაა, რატომ მალავენ ადამიანების გრიპის სიმპტომების არსებობას.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლმა 100 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით,
მსოფლიოს მასშტაბით COVID-19 დაუდგინდა 100 162 ადამიანს. ამათგან 55 ათასი გამოჯანმრთელდა,
3 406 კი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ცნობილი მომღერალი კეტი პერი ორლანდო ბლუმისგან ორსულად არის. ამის შესახებ თავის ფანებს, მან კლიპითა და ,,ინსტაგრამ"
გვერდზე პირდაპირი ეთერით ამცნო.