ლალი მოროშკინამ გიგი უგულავას სოციალურ ქსელში წერილი მისწერა, რაც ციხის ენაზე „მალიავას“ ნიშნავს და ის სიკეთეები შეახსენა, რაც მისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლად მუშაობის პერიოდში დაინერგა.
“უკრაინა პრორუსული ოლიგარქი იანუკოვიჩისგან გათავისუფლდა, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
გიგი უგულავას საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესიდან, სადაც ბრალდების მხარის მოწმე იკითხება ანი ნადარეიშვილი დაკითხვის ერთ-ერთ ეპიზოდს ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:
რომელი კომპანია დაამზადებს პირველკლასელთათვის ,,ნეთბუკებს“ ამას განათლების სამინისტრო გადაწყვეტს. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობისგან სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებაზე თანხმობა მიიღო.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გახდა. კენჭისყრისას ალებეგაშვილის კანდიდატურას 37-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგი იყო. გიორგი ალიბეგაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო.
ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონის ორ სოფელში ლევშეროსა და ფანგანში მდინარის ადიდებამ წყალდიდობა დ ამეწყერი გამოიწვია.
შსს მიერ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ამოღების ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს ამ საქმეში წარმატებები უსურვა.
რიანა გერმანიის ნაკრებს ,,მარაკანას“ სტადიონზე ადევნებდა თვალს. გერმანიის გამარჯვება კი მან ტრიბუნაზე, ნაკრების მაისურის გახდით იზეიმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის სანდრა რულოვსის დაცვის უფროსები დაკითხვაზე დაიბარეს.