ორ დღიანი გადაუღებელი წვიმის გამო მოვარდნილმა წყალმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებამდე მისასვლელი გზები წაიღო.
სამწუხაროდ, ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი ეპყრობოდნენ სახელმწიფოს ისე, როგორც - საკუთრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მძინარე მომღერლის ფოტო სოციალურ ქსელში თაკო გაჩეჩილაძემ გამოაქვეყნა და მონაწერიც გაუკეთა: „ცუცას სძინავს მაღალ დონეზე“.
ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მისი ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე წერს.
მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას და ფოტოს შემთხვევის ადგილიდან მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი წარმომადგენელი აჰმედ იმამყულიევი ავრცელებს.
"გრომადსკოე ტვ" აქვეყნებს სიუჟეტს, რომელიც ერთი სოფლის იმ მცხოვრებლებზეა, რომელთაც ტერორისტების მძევლობაში მოუწიათ ყოფნა. რეპორტაჟი დონეცკის ოლქის სოფელ სელეზნიოვკიდან.
კვირას ლილოში, ბაზრობასთან მდებარე რესტორანში მომხდარი ჯგუფური ჩხუბის დროს შსს-ს ხუთი თანამშრომელი დაჭრეს. მათგან ერთი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. მას დანამ ფილტვი დაუზიანა.
მას შემდეგ, რაც ილოვაისკში ჩარჩენილ უკრაინელ მებრძოლებს რუსმა სამხედროებმა და დაქირავებულმა ბოევიკებმა უსაფრთხო დერეფნით გატარების პირობა მისცეს, მერე კი მოულოდნელად, ცეცხლი გაუხსნეს, უკრაინელებთან ერთად, ტყვედ ჩავარდნილი რუსი მედესანტეებიც დაიღუპნენ.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, შეეხო რა საქართველოს ხელისუფლების ვერტიკალის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „პუტინის განდემონიზების“ გზას დაადგა.