როგორც გაზეთი „ალია“ წერს, 22 იანვარს ინფორმირებული წყაროსგან შეიტყვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმება.
დაზარალებული დავით მანჯავიძე, რომლის ავტომობილის დაზიანებისთვის ზაზა გ. დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ქართველი მოდელი და „ფლეიბოის“ ქართველი ვარსკვლავი თამუნა ვაშალომიძე მაია ასათიანის „პროფილში“ თავის სევდიან ისტორიას ყვება.
გადაცემა „2030“-ის მთავარი პროდიუსერის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, თოქ-შოუ „ჯი-დი-ეს-ის“ ეთერში, სავარაუდოდ, თებერვლიდან გავა, თუმცა მისი წამყვანი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება.
სამართალდამცავებმა 26 წლის ზაზა გ. ბათუმში, იმედაშვილის ქუჩის N27-ში, BMW-ს მარკის ავტომობილის დაწვის ბრალდებით აიყვანეს.
"ფეისბუქზე" კურიოზული ფოტო ვრცელდება: ფოთში, თეატრის ახალ შენობაში, რომელიც პრემიერმინისტრმა და ეკა ბესელიამ გახსნეს, შემდეგ კი ისევ დაილუქა და დასი ძველ შენობაში აგრძელებდა მუშაობას, ღორი გამოჩნდა.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ბათილად სცნო და სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები აღადგინა. შემდეგი ნაბიჯი საკრებულოზეა.
მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ბაზარზე მომენტალური რეაგირება მოჰყვა ცნობას საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების შესახებ.
საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი 91 წლის ასაკში პარასკევს, გამთენიისას გარდაიცვალა, - ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მუხლი, რითაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა, ამ ეტაპზე სწორია, მაგრამ შემდგომში, შესაძლოა, ტერორიზმის მუხლად გადაკვალიფიცირდეს.