მესტიაში ენმ-ს ოფისის ნაცვლად, შემთხვევით,სხვა დაწესებულება შეღებეს

დღეს ცნობილი გახდა, რომ მესტიაში კურიოზული შემთხვევა მოხდა: ღამის საათებში წითელი საღებავებით შეღებეს და სხვადასხვა წარწერები დატოვეს შენობაზე, სადაც სამ წელზე მეტია, ენმ-ს ოფისი აღარაა.

>>>

ვინ იქნებოდა ვინ - საქართველო რომ ნორმალური ქვეყანა იყოს

"ფეისბუქში" პოპულარობით სარგებლობს ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი იმის შესახებ, ვინ ვინ იქნებოდა, "საქართველო რომ ნორმალური ქვეყანა იყოს".

>>>

23 ოქტომბერი, ჰოროსკოპი

ვერძი: - დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია ყურადღება და ურთიერთობა. უმჯობესია ეს დღე იმ ახლობელი ადამიანების გვერდით გაატაროთ, ვინც მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მივიწყებული და გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. 

>>>

თენგიზ გუნავა: "დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!.."

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სამეგრელოს რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და შსს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების პიობებში რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა, ბრალი ვერ დაუმტკიცეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მკაცრად დაისჯებოდნენ სამეგრელოს სამალავების მომწყობი და იქ ადამიანთა წამებაში მონაწილე პირები, მას რომ რაიმე სცოდნოდა ამის შესახებ მანამ, სანამ კადრები გავრცელდებოდა. ამასთან, გუნავა აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

>>>

მოხალისეთა ბატალიონის მეთაური ხელისუფლებას: "საქართველოს ყელი გამოსჭერით..."

მოხალისეთა ბატალიონ "დონბასის" მეთაური, ამჟამად უკრაინაში, ანტიტერორისტულ ზონაში მყოფი დავით მარტიაშვილი თითქოსდა უკრაინულ საიტზე "კასრების ვიდეოს" გავრცელებას ეხმიანება და ხელისუფლებას მიმართავს. მარტიაშვილის თქმით, საერთაშორისო არენაზე ხელისუფლება ვერავის დააჯერებს, რომ კადრების ატვირთვაში მათი ხელი არ ურევია. 

>>>

ჯანგირაშვილი: ფეხებზე მკიდია, ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს

ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი "რუსთავი-2"-ის დასაცავად მისი მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე წერს და აღნიშნავს, რომ არასდროს უთქვამს არაფერი იმის გათვალისწინებით, ვინ რას იტყოდა მასზე.

>>>

22 ოქტომბერს, 11-დან 17 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის უბნების უმრავლესობას შეუწყდება

ს.ს თელასის ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისში ელექტრომომარაგება 22 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება. "თელასის" ადრინდელი განცხადებებისგან განსხვავებით, 22 ოქტომბერს შეზღუდვა თითქმის ყველა უბანს ზოგან 15, ზოგან 17 და ზოგან 18 საათამდე შეეხება.

>>>

თენგო გოგოტიშვილის ირონიული შეთავაზება: "ხელისუფლებას გარიგებას ვთავაზობ!"

დაძაბული და ნერვული ატმოსფეროს ფონზე "ფეისბუქში" პოპულარობით სარგებლობს "რუსთავი-2"-ის ცნობილი ჟურნალისტის თენგიზ გოგოტიშვილის ირონიული შეთავაზება ხელისუფლებისადმი, სადაც ის "გარიგებაზე მიდის" და პირობების ჩამონათვალს აქვეყნებს.

>>>

ФСБ в действии! - გაიხსენეთ НТВ-ს სკანდალის დროს სახელისუფლო არხებზე გაშვებული ფარული ჩანაწერები

თამუნა შენგელაია რუსული ტელეკომპანია НТВ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს და ამ პროცესში სახელისუფლო არხებზე კისელევის, შენდეროვიჩისა და სხვათა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გაშვებას იხსენებს და პარალელს ავლებს.

>>>

ელისო კილაძე: "ოჯახების ტერორიც დაიწყეთ? ჩემს ქალიშვილს ამ წუთას უცნობი პირი მიუვარდა..."

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი ელისო კილაძე წერს, რომ მის ქალიშვილს სახლში ვიღაც უცნობი პირი მიუვარდა და კარზე ბრახუნი ატეხა, რითაც კარის გაღებას აიძულებდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?