სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ინტელექტკლუბის" წევრებს მიმართავს შეკითხვით, რატომ არ აღელვებთ მიმდინარე პროცესები.
ნოემბრის პირველი ნახევრიდან ტელეკომპანია "იმედზე" სტარტს აიღებს ახალი პოლიტიკური თოქშოუ, რომელსაც "პოლიტიკა" ერქმევა.
სოფელ თაგილონის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსეთის მესაზღვრეებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან სამი ჟურნალისტი დააკავეს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი მანანა გოგოხიაა.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ რუსეთში ტანსაცმლის მაღაზიები გახსნა. ანუკი არეშიძის სამოსი მოსკოვსა და პეტერბურგში გაიყიდება. დროთა განმავლობაში კი სხვა ქალაქებიც შეემატება.
დიპლომატთა კლუბი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართული დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირება და ქვეყნის იმიჯის შერყევა არ მოხდეს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ოფისთან საპატრულო ეკიპაჟი მანქანებს ჩხრეკს. არხის გენერალური დირექტორის შეკითხვას, რომელი საკანონმდებლო ნორმით ატარებენ ამ პროცედურას, ისინი ვერ პასუხობენ.
2012 წლის 2 აგვისტოს, მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელთან ირმა ინაშვილთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი-2"-ზე და ქიბარ ხალვაშზე საუბრობს.
ტელეკომპნია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო ჯანგირაშვილის კედელზე „ფეისბუქში“ „რუსთავი-2“-ის მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ქიბარ ხალვაში დისკუსიაში ჩაერთო. დისკუსია ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს მოჰყვა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ სქრინშოტებს.
ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატიული, ლიბერალ-დემოკრატიული და სახალხო პარტიიდან საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნისა და "რუსთავი-2"-ის ხელში ჩაგდების მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარების საპასუხო განცხადებას აქვეყნებს.