ვერძი: - დაზოგეთ ძალები და ენერგია უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. კარგი დღეა კრეატიული და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო მშვიდ, მეგობრულ გარემოში გაატარეთ.
პარიზის პროკურატურაში შევიდა განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით. საქმე ეხება ინგა პავლოვას განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ განქორწინების დროს თაღლითობის გამოძიებას ითხოვს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რითაც, გარკვეულწილად, იმ აუდიოჩანაწერების გავრცელებას ეხმიანება, სადაც თავად ფიგურირებს, ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან დიალოგში.
ზაალ უდუმაშვილმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებას რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის პოზიცია გააცნო.
"თუ ჩემს თანამშრომლებს, ან მათი ოჯახის წევრებს თავიდან ერთი ღერი თმა ჩამოუვარდება, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს. ჩანაწერების გამოქვეყნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტოტალურად გვისმენენ და გვითვალთვალებენ", -
პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სტრასბურგიდან ეხმიანება და "ფეისბუქში" წერს:
"ლევან ბერძენიშვილი ცოცხალია და სტრასბურგში იმყოფება. "მაესტროს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. იმედია გამოასწორებენ, ზუსტ ინფორმაციას გაავრცელებენ და ბოდიშს მოიხდიან", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, უმრავლესობის წარმომადგენლის ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა, რასაც დავით ბერძენიშვილი არ ადასტურებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ის მიერ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მას შორის, ასევე სააკაშვილსა და გვარამიას შორის გამოქვეყნებულ სავარაუდო სატელეფონო საუბრებს ეხმაურება.
"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს იმ ჩანაწერის ავთენტურობას, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მათ სიტყვის თავისუფლება უნდა დაეცვათ სწორედ იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც სააკაშვილი საუბრობს - ბარიკადებით, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვით და ა.შ.