„ნოვი რეგიონი“ აქვეყნებს ჩანაწერს, სადაც, წინასწარი შეტყობით, უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩს ესაუბრება. გამოცემა წერს, რომ მას ხელთ აქვს კოლომოისკის რამდენიმე საუბრის ჩანაწერი პოლიტიკურ ლიდერებთან.
გადაცემაში "არჩევანი", "ტაბულის" დამფუძნებელმა და დირექტორმა, ტელეწამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც, შესაძლოა, "რუსთავი-2"-თან მიმართებაში არსებობდეს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ შესაძლოა "რუსთავი 2" წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე დარჩეს და სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობა საფრთხის ქვეშ დადგეს.
ვერძი: - საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, მშვიდად და უკონფლიქტოდ მოაგვაროთ პრობლემები. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.
მწერალი რუსა ამირეჯიბი თბილისის ერთერთ სკოლაში თავისი ფერადკანიანი შვილის მიმართ რასისტული გამოვლინების შესახებ ,,ფეისბუქის’’ პირად გვერდზე წერს.
"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი არ ადასტურებენ "რ2"-ის ბაზაზე ახალი ტელეკომპანიის შესაძლო გახსნაზე გავრცელებულ ინფორმაციას. უდუმაშვილი "ლიბერალთან" ამბობს, რომ ეს მხოლოდ იუმორის დონეზე განიხილებოდა.
ინგა გრიგოლია ტვ "პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა. ინფორმაციას ადასტურებს როგორც "პირველის" ხელმძღვანელობა, ასევე თავად ჟურნალისტიც. ტვ "პირველი" ადრე "ტვ ს" სახელწოდებით მაუწყებლობდა.
"რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები ნეგატიურად აისახება საქართველოზე და მის საერთაშორისო იმიჯზე. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება,” - მიიჩნევს კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს თემატიკაზე მომუშავე ანალიტიკოსმა და წარსულში ქართული ოცნების მრჩეველმა ლინკოლნ მიტჩელმა, რომელსაც ამერიკის ხმა ესაუბრა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რამდენიმე დღის წინ უფლებამოსილება შეუჩერდა, შესაძლოა, ახალი ტელევიზია გახსნას. ამის შესახებ სტატიას "ნეტგაზეთი" აქვეყნებს, თუმცა დასძენს, რომ ამ საკითხზე თავად ნიკა გვარამიასთან დაკავშირება მათ ვერ შეძლეს.