ვერძი: - დღეს რთული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. რაც მთავარია, ჯერ საკუთარ პრიორიტეტებში უნდა გაერკვეთ. გაესაუბრეთ სპეციალისტს, რომელიც ისეთ საკითხებში გაგარკვევთ, რაც ადრე თქვენთვის დაფარული იყო.
თურქეთის ქალაქ რიზეში საქართველოს ექვსი მოქალაქე პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს. უახლოეს დღეებში მათ ქვეყნიდან გააძევებენ. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება. ინფორმაციას "გურიანიუსი" თურქულ გამოცემა www.ensonhaber.com-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქუთაისში დაკავებულ შოთა ქემოკლიძეს, რომელიც პოლიციელებმა სცემეს, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევაზე უარი უთხრეს, პოლიციის მანქანით ქალაქში დაატარებენ, რადგან წინასწარი დაკავების საკანში არ მიიღეს - სისხლმდინარი დაზიანებების გამო. ამის შესახებ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და დაკავებულის ოჯახის წევრები წერენ.
20-ზე მეტი ხე მოიჭრა ორთაჭალა-შინდისის დამაკავშირებელ გზაზე. მერიამ ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის სულ 548 ხის მოჭრისა და გადარგვის ნებართვა გასცა. ტყე “პანორამა თბილისისთვის” გაიკაფა.
შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ გრძელდება ხე-ტყის ჭრა, უკვე ივანიშვილის კომპანია "ატუსთვის" დაკანონებული უფლებებით. ეს მანქანა ნიკორწმინდის ტყიდან საჩხერისკენ მიდის და შაორის მიმდებარედ, ჯამში, უკვე მოჭრილია ჯანსაღი ხეები 43 ათას კვადრატულ მეტრზე.
შს იმერეთის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში მყოფი შოთა ქემოკლიძე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დაკავებულმა მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. სამმართველოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეიყვანეს.
ჟურნალისტმა, "პირველი ნიუსის" რედაქტორმა ირაკლი მანაგაძემ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების პროექტის ფოტოები - დედაქალქის მთავარი ქუჩა წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში სწორედ ასეთი იქნება.
NDI-ს კვლევის მიხედვით, რომელიც აგვისტოში საქართველოს ქალაქებში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, ოზურგეთში, მცხეთასა და ახალციხეში ჩატარდა, „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს გაერთიანებას ყველაზე ნაკლებად ზუგდიდში გამოკითხულები უჭერენ მხარს, ხოლო გორში - ყველაზე მეტი ემხრობა.
NDI-ს მიერ საქართველოს ცხრა ქალაქში გამოკითხული 4.448 მოქალაქიდან შეკითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, 13% პასუხობს, რომ ხმას ენმ-ს მისცემდა, 11% კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.
ზუგდიდის ქუჩებში განთავსებული სანაგვე ურნები კრეატიულადაა მოხატული. როგორც გაირკვა ეს აქცია ერთმა მოხალისე პირმა - როსტომ ზარანდიამ ჩაატარა და ურნები საკუთარი სახსრებით მოხატა.