მე იმ თაობას არ მივეკუთვნები, ვინც საბჭოთა კავშირის „სიკეთეები“ მთელი თავისი „მომხიბვლელობით“ იგემა - არ შემიკერია შარვალი ფარდებისგან, არ ვყოფილვარ პიონერი, თუმცა ოქტომბრელობა ვიცი, რაცაა და სრულიად მყოფნის...
უკრაინელი ექსპერტი კონსტანტინე კუკუშკინი წერს, რომ კრემლის მესვეურები და მათი მხარდამჭერები სულ ტყუილად ასახელებენ მონტრეს ხელშეკრულებას იმის დასტურად, რომ თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ვერ დაუკეტავს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებს, თუ ომი არ გამოუცხადეს.
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
რუსული კრიმინალური სამყაროს ტიტულოვანი წარმომადგენელი, ე.წ. კანონიერი ქურდი ოლეგ პიროგოვი, იგივე "ცირკაჩი" ანაპაში დააკავეს. ამჯერად ის ყირიმისკენ მიემართებოდა, სავარაუდოდ, სხვა ავტორიტეტებთან შესახვედრად. "ცირკაჩს" თეთრი, ჰეროინის მსგავსი ფხვნილი აღმოუჩინეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს.
დარდანელის სრუტის გავლით მარმარილოს ზღვაში, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სირიისკენ მიმავალ რუსულ მშრალ ტვირთმზიდს თურქეთის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავი შეხვდა.
ირკუტსკის ჰოსპიტალში დღეს დილით გარდაიცვალა 4 წლის ბიჭუნა, რომელიც დედამ მისი 2 წლის ძმასთან ერთად მაღალსართულიანი სახლის ფანჯრიდან დედამ 27 ნოემბერს გადააგდო. მისი ძმა ტრაგედიის დღესვე დაიღუპა. ადგილზე დაიღუპა ასევე დედა, რომელიც ფანჯრიდან შვილების გადაგდების შემდეგ თვითონაც გადმოხტა.
თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან 30 ნოემბრის საღამოს გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
თურქეთი უარს ამბობს, შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვაში, ბოსფორის სრუტით გაატაროს რუსული ხომალდები. ბოლო დღეების განმავლობაში ბოსფორის სრტუტესთან რუსული დროშით მცურავი ხომალდების რიგი გაიჭიმა.
რესპუბლიკური პარტიის ერთერთი სახე დავით ზურაბიშვილი, ეხება რა პაატა ზაქარეიშვილის მიერ "ფედერალური მოწყობის" ხედვას, "პოლიტკომერსანტთან" საუბარში ამბობს, რომ მინისტრი ასიმეტრიული ფედერალიზმის მომხრეა, მაგრამ ეს მისი პირადი შეხედულებაა და არაფერი აქვს საერთო კოალიციასთან.
მედიაექსპერტი, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ასისტენტ-პროფესორი ნინო დანელია მედია ინტერაქტივების შედეგების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ნებისმიერი ტელეკომპანიის ინტერაქტივის შედეგები მისი სარედაქციო პოლიტიკასა და ინტერესებს ასახავს.