მომთვინიერებლის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად ითვლება. საერთოდ, ცირკის მსახიობები ძალიან ხშირად იგდებენ თავს საფრთხეში და ეს არაერთხელ გვინახავს.
დარიალის ხეობაში შსს-ს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დამეწყრილი მონაკვეთიდან 7 უცხოელი მძღოლი ამოიყვანეს, რომლებიც მთის მასივის ჩამოშლის თვითმხილველი თავად გახდნენ და სტიქიური უბედურების დროს ტრაილერებში იმყოფებოდნენ.
რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში? რუსი დოკუმენტალისტების რუსული პასუხი რუსულ პროპაგანდას - ოლგა კონსკაიას და ანდრეი ნეკრასოვის შეხვედრა კონფლიქტის ზონაში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც გამოსახული პირი, რუსი სამხედრო ვიაჩესლავ პონომარიოვი 2014 წელს სლავიანსკშია გადაღებული, ხოლო იგივე პირი ფიგურირებს ფილმში „რუსული გაკვეთილები“, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება.
ოჯახის სიმტკიცისა და მშობელთა პატივისცემის დღესთან დაკავშირებული ლოცვითი მსვლელობის დროს აქციის ერთერთმა მონაწილე სასულიერო პირმა მამა თომამ ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი ხელისუფლება დაწყევლა.
პრაღაში არის ხიდი, სადაც ახლადდაქორწინებულები აუცილებლად მიდიან და სპეციალურ მოაჯირზე ბოქლომებს ატავსებენ - ბოქლომებს ისინი ჩაკეტილს ტოვებენ.
მუდამ მოწესრიგებული ანჯელინა ჯოლი ბოლო საჯარო თავყრილობაზე ფრიად უხერხულ მდგომარეობაში მივიდა, თუმცა, სავარაუდოდ, მან სიჩქარეში ვერ შეამჩნია ლაფსუსი, რაც მგრძნობიარე ფოტოკამერებმა მაშინვე დააფიქსირეს.
კანის კინოფესტივალზე ინციდენტი მოხდა - შემთხვევის ამსახველ ფოტოებს ფრანგული პრესა ავრცელებს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საჯარო ხდება მთავრობის წევრთა პრემიები: "თითქმის 9 მილიონი ლარი, 14 მინისტრისა და მათი მოადგილეებისთვის, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით - ასეთია 2013 წლის მონაცემები, რომლებსაც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს".
ლატვიაში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაციის გამართლება, უარყოფა და\ან ოკუპაციის ფაქტში ეჭვის შეტანა. დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.