ნიკა ადიკაშვილი, იგივე ADIKA არ ჩერდება - ახალი სიმღერა და დიდი სამომავლო გეგმები

Image

ქართულ მუსიკალურ სივრცეში კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა — მუსიკოსი და მომღერალი ნიკა ადიკაშვილი, იგივე ADIKA ახალ სიმღერას და კლიპს გვთავაზობს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მის ემოციურ მდგომარეობას ყველაზე კარგად ასახავს.

 

– მოგვიყევით თქვენს ახალ ნამუშევარზე...

 

– ეს სიმღერა რეალურად შარშან უნდა გამომეშვა, თუმცა მაშინ შევაჩერე, რადგან „ეიფორიაზე“ დავიწყე მუშაობა და მთლიანად იმ პროექტზე გადავერთე. ეს ნამუშევარი თაროზე მქონდა შემოდებული და ახლა გადავწყვიტე, რომ დრო იყო.

–  ჩვენთვის ცნობილია,  თქვენ, როგორც კომპოზიტორი, თანამშრომლობთ სხვა არტისტებთანაც. მოგვიყევით ამის შესახებ?


– აქტიურად ვმუშაობ სხვადასხვა მომღერალთან. ლელა წურწუმიასთან ვიმუშავე ორ სიმღერაზე — „მთავარი ძაფები“  რომლის ორი ვერსია გაკეთდა და სიმღერაზე „ეს რა ლამაზი თვალები გაქვს“, რომელიც მსმენელმა განსაკუთრებით შეიყვარა.

სულ ახლახანს ვიმუშავე სიმღერაზე „ხან ისე და ხან ასე“ რომელიც, სპეციალურად მომღერალ ნინო ჩხეიძისთვის დავწერე. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის და სიმღერა ვიდეოკლიპთან ერთად უკვე ჩაშვებულია. მეორე სიმღერა კი, რომელიც, ასევე ნინო ჩხეიძისთვის დავწერე ქალაქური ჟანრისაა და ზაზა ხუბუკელაშვილთან ერთად ვამზადებ. სიმღერა მაისის თვეში დასრულდება.

– თქვენი ახალი სიმღერისა და  კლიპის შესახებაც მოგვიყევით

– ეს არის ჩემი რიგით  მეექვსე სიმღერა "უმისამართოდ" რომელზეც, ტრადიციულად ვიდეოკლიპიც გადავიღე. მუსიკის ავტორი თავად გახლავართ, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის და სიმღერის არანჟირება - ზაზა ხუბუკელაშვილს. კლიპში მონაწილეობს მსახიობი ლილე მერკვილაძე, ვიდეოკლიპი ლევან გაბაძემ გადაიღო.

ეს სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია — ზუსტად გადმოსცემს ჩემს განწყობას და იმ ემოციას, რაც ამ პერიოდში მაქვს.

– რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

– ივლისის ბოლოს ვასრულებ ალბომზე მუშაობას. აგვისტოში მცირე პაუზას ავიღებ, ხოლო სექტემბრიდან რიგით მეორე   ალბომზე დავიწყებ მუშაობას.  ბევრ სიახლეს ვგეგმავ და წინ ძალიან საინტერესო ეტაპი გველოდება. 

 

 შეგახსენებთ, პროექტ ADIKA-ს მედია მხარდამჭერია ჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" და ახალი სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ, დღეიდან რადიო "აფხაზეთის ხმის" ეთერში, ხოლო კლიპის ნახვას შეძლებთ, "აფხაზეთის" ხმის ტელევიზიაში. 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?