-
2026-05-12 15:35
ბექა ბროლაძე რამდენიმე ხნის წინ, მსმენელის წინაშე ბრწყინვალე მუსიკალური ნამუშევრით წარსდგა. "სიყვარულის ისტორია" ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც სიყვარულის ემოციას, მონატრებასა და გულწრფელ განცდებს განსაკუთრებული მუსიკალური ენით გადმოსცემს.
როგორც ბექა ამბობს, სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია. არანჟირებაზე ბორიკო შხიანი მუშაობდა, ხოლო ხმის რეჟისორი ალეკო ბერძენიშვილი გახლავთ.
ფონურ ვოკალში მონაწილეობენ დათუნა ლაზარიშვილი და თამთა ჭელიძე. სიმღერის ჩაწერა განხორციელდა Bravo Records-ში.
ვიდეოკლიპის რეჟისორია თათა მეტივიშვილი, ოპერატორი — სალომე საღარაძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი — ანუკა ტაბატაძე.
სიყვარულის ისტორია თანამედროვე ჟღერადობისა და ემოციური შესრულების შერწყმაა — მუსიკალური ისტორია, რომელიც სიყვარულის ყველაზე გულწრფელ განცდებზე მოგვითხრობს.
სიმღერის მოსმენა შესაძლებელია რადიო „აფხაზეთის ხმისა" და რადიო "დარდიმანდის" ტალღაზე, ხოლო ვიდეო კლიპის ნახვა კი, ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმისა და "დარდიმანდის"“ ეთერში.